28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მჯერა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან დიალოგი გრძელდება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ, ის განცხადება, რომელიც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰეის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მას სჯერა იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, რათა ხვალინდელი დღე საქართველოს მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი.

"აქედან გამომდინარე, კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ გუშინ განცხადებები ევროკავშირის, დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად, ეს გამორიცხავს ყოველგვარ კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მე მჯერა იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, რათა ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები