ქობულეთში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინა გაქურდეს. შემთხვევა დღის საათებში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სახლში დაბრუნებულ ოჯახის წევრებს ბინის კარი გატეხილი დახვდათ.
როგორც დაზარალებული ცეცხლაძეები ამბობენ, 15 000 ლარის ოდენობით თანხაა წაღებული
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.