28 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ევროკავშირიდან გზავნილების მერე ოპოზიციურ პარტიებს შორის დისონანსი გაჩნდა - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, ევროკავშირის გზავნილებმა ოპოზიციაში დისონანსი შემოიტანა, ნაწილი უფრო მეტად დესტრუქციულობისთვის განაწყო, ნაწილის პოზიციები კი უფრო კონსტრუქციული გახდა.

როგორც სოზარ სუბარმა "ღამის კურიერში" განაცხადა, მოსალოდნელია, რომ ოპოზიციის ნაწილმა მოლაპარაკების ჩაშლა და აქციების მოწყობა სცადოს:

"სხვათა შორის, დღეს ევროკავშირიდან გზავნილები რომ მოვისმინეთ, იმის მერე გაჩნდა საკმაოდ ისეთი დისონანსი ოპოზიციურ პარტიებს შორის. ოპოზიციური პარტიების ნაწილი, როგორც მოსალოდნელი იყო სასწრაფოდ გადაერთვნენ და გადავიდნენ დესტრუქციაზე, ქუჩის ერთი ჭყიპინა აქცია უკვე ვიხილეთ და ალბათ არაერთს ვიხილავთ, ანუ ერთი ნაწილი გადავა დესტრუქციაზე და ამ მოლაპარაკების ჩაშლაზე. მეორე ნაწილისგან კი ვიხილეთ, რომ ისინი ცოტა უფრო კონსტრუქციულად მიუდგნენ, იგივე ვაშაძე, ვუსმენდი ბადრი ჯაფარიძესაც, ბატონ ხაზარაძეს და მან უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა ვიდრე აქამდე ჰქონდა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

დღის ამბები