28 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
თუ შევადარებთ დღევანდელ სასამართლოს იმას რაც იყო წლების წინ, სხვაობა არის ცა და დედამიწა, მზად ვართ გავაგრძელოთ რეფორმები - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასამართლოს ნდობის კუთხით მუშაობა მიმდინარეობს და მმართველი გუნდი მზადაა რეფორმები გაგრძელდეს.

"როცა საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით, იცით, რომ ამ კუთხით განხორცილდა რეფორმა და ცვლილებები 2019 წელს, ჯერ კიდევ წინა პარლამენტის დროს შემოდგომაზე, სექტემბერში და ალბათ ისიც გახსოვთ, რომ შემდეგ ვენეციის დასკვნა იყო, რომელიც კანონის მიღების შემდეგ ჩამოვიდა. იქ არის რეკომენდაცია, რომელიც ჯერ კიდევ ასასახი არის შერჩევის პროცედურაში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ ცვლილებების განხორციელებას, ეს არის ნაწილი, როგორც ასოცირების შეთანხმების, ისევე ჩვენი რეფორმებისა. 

ის, რომ სასამართლოს ნდობის კუთხით მუშაობა მიმდინარეობს და რეფორმები ხორციელდება, ამასთან დაკავშირებითაც საუბარი ბევრჯერ გვქონდა. თუკი შევადარებთ ჩვენ დღევანდელ სასამართლოს, რაც იყო წლების წინ, სხვაობა არის ცა და დედამიწა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ რეფორმები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები