28 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
შუქრუთის მაღარო უკვე ერთი თვეა ​პიკეტირებულია - აქციის მონაწილეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

უკვე ერთი თვეა, რაც შუქრუთის მაღაროში შესასვლელი პიკეტირებულია.
აქციის მონაწილეები კომპენსაციას და კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა მაღაროს მფლობელი კომპანია აცხადებს, რომ მათ გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი თანხა უკვე დაარიგეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებულ სახლებზე აუდიტის დასკვნა ობიექტური არ არის და ის მხოლოდ კომპანიის ინტერესებშია.

მადანის მომპოვებელი კომპანია აქციას ხელოვნურად მართულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ გარკვეულ ძალებს პროცესის ჩიხში შეყვანა სურთ.

იმ შემთხევაში კი, თუ მადნის მოპოვება დროულად არ განახლდება, და მაღაროში სამუშაოები არ დაიწყება, არ არის გამორიცხული "შუქურთი პლიუსმა" დაკისრებული ვალდებულებები ვეღარ შეასრულოს.

დღის ამბები