28 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ერთადერთი ადამიანი, ვისაც პოზიტიური და ნეგატიური გავლენის ქონა შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ვლადიმერ პუტინია - ნინო ბუჯანაძე

რუსეთი და ვლადიმირ პუტინის გავლენა 2 ქვეყნის ურთიერთობაში ქართული პოლიტიკური დღის წესრიგში ნინო ბურჯანაძის ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ დადგა.

"ეხო მასკვისთვის" მიცემულ თითქმის ერთ საათიან ინტერვიუში "ერთიანი საქართველოს" ლიდერი რუსეთის პრეზიდენტის გავლენაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ პუტინი ერთადერთია, ვისაც რუსულ-ქართულ ურთიერთობაში, ნეგატიურთან ერთად პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

ინტერვიუში ჟურნალისტი 11 წლის წინ მოსკოვში გამართულ შეხვედრასაც იხსენებს და კითხვაზე - ნანობს, თუ არა, პუტინს, რომ ხელი ჩამოართვა, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ, რა თქმა უნდა, არა:

"არა, რა თქმა უნდა, არ ვნანობ. მიმაჩნია, რაც არ უნდა რთული იყოს, რუსეთთან ლაპარაკი საჭიროა. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ადამიანი რუსეთში, ვისაც პოზიტიური და ნეგატიური გავლენის ქონა შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ნამდვილად ვლადიმირ პუტინია. ამიტომ მიმაჩნია, რომ, თუ ხალხს საქართველოში რეალურად სურს შეცვალოს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა ესაუბროს ადამიანს, რომელსაც რეალურად შეუძლია გავლენა იქონიოს ამ პოლიტიკაზე. ამიტომ მე ვთვლი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობა მხოლოდ პოზიტიურია"- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური ორიენტაცია დღეს თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ დაუწუნა.

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის პოლიტიკურ ინტერვიუში ოკუპანტი ქვეყანა ისევ წითელ ხაზად რჩება, თუმცა დასავლური ორიენტაციის პარტიებისთვის ეს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ერთი მაგიდის გარშემო მსხდომი პარტიების ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ბურჯანაძესთან ერთად არიან ჩართული მის გუშინდელ ინტერვიუს ემიჯნებიან.

პოლიტიკური პარტნიორების შეფასებებს არ იზიარებს "ერთიანი საქართველოს ლიდერი". "ეხო მასკვისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ ნინო ბურჯანაძე კოლეგებისგან განმარტებას თავად ითხოვს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს მმართველი გუნდიც გამოეხმაურა. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს ურჩევენ დაფიქრდნენ, როცა "ქართული ოცნების" პრორუსულობაზე საუბრობენ და ამას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, ნუ გამოიყენებენ.

2 ქვეყნის ურთიერთობებში ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ გავლენად ნინო ბურჯანაძე აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას ასახელებს. "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ამას რუსეთის მხრიდან შეცდომას უწოდებს.

დღის ამბები