28 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
შესაძლო რუსული კვალი AstraZeneca-ს სკანდალში - რა ეჭვები აქვს დასავლურ მედიას და რას ამბობენ სპეციალისტები​ ვაქცინის რეალურ შედეგებზე

AstraZeneca-ს უსაფრთხოების საკითხზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ევროპის მედიკამენტების ასოციაცია მსჯელობს. მიზეზი 17 მილიონი ვაქცინირებულიდან, თრომბოებოლიის 20-ზე მეტი გამოვლენილი ფაქტია გახდა. პასუხისმგებელი ორგანიზაციები ამბობენ, რომ დღეის მდგომარეობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გართულება პრეპარატმა გამოიწვია, თუმცა საკითხს სრულყოფილად შეისწავლიან. პარალელურად მოუწოდებენ ქვეყნებს AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩერონ.

მას შემდეგ რაც 10-მდე ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი შეაჩერა, AstraZeneca-მ განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანია განმარტავს, რომ ვაქცინა კონტროლის ყველა ტესტს, მკაცრ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 

არის, თუ არა რუსეთი AstraZeneca-ს წინააღმდეგ დაწყებული ნეგატიური კამპანიის მიზეზი - სპეციალისტები სწორედ რუსულ კვალზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა რუსული ვაქცინა "სპუტნიკის" ავტორიზაციის მოპოვებისთვის ყველანაირ ხერხს მიმართოს.

იმუნიზაციის პროცესში ყველაზე მეტი გამოცდილება ისრაელს აქვს, სადაც მოსახლეობის 40% უკვე ვაქცინირებულია. იქ მოღვაწე ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველომ ვაქცინაციის პროცესი არ უნდა შეაჩეროს.

ჯანდაცვის ქართველი სპეციალისტი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვაქცინაციის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე შემთხვევები და საქართველომ პრეპარატი გამოყენებაზე უარი არ უნდა თქვას.

დღის ამბები