28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
რა დოკუმენტს დადებს კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე - ევროპა კომპრომისს ითხოვს, თბილისში ტაიმაუტია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე მეხუთე დღეა პოლიტიკურ პარტიებს შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობს. შვედი დიპლომატის მედიაციით მხარეებს შორის შეხვედრები დღეს არ გამართულა. ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებისა და მათი თქმით, პოლიტპატიმრების საკითხს კვლავ შეთანხმების უცვლელ წინაპირობად ასახელებს.

პატიმრების გათავისუფლება კომპრომისისთვის აუცილებელი კრიტერიუმია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვისაც.

დიალოგის შედეგიანად დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემაც. კობახიძის თქმით, "ოცნება" მზადაა სამართლიანობის პრინციპის დაცვით ოპოზიციასთან მოლაპარაკება კომპრომისული შეთანხმებით დაასრულოს.

დათმობების აუცილებლობაზე საუბრობს "გირჩიც."

დანიელსონის მედიაციით მიმდინარე პროცესებს დღეს საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით პარტიებს შორის მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი კრიზისი შეთანხმებით განმუხტოს ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება.

დღის ამბები