28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
თუ აცრის შემდეგ ტემპერატურა გაგრძელდა 72 საათის განმავლობაში, დარეკეთ 112-ზე ან ცხელ ხაზზე-1522 - იმუნიზაციის სამმართველოს უფროსი

იმუნიზაციის სამმართველოს უფროსის, ლიკა ჯაბიძის განცხადებით, AstraZeneca- ს ვაქცინას ახასიათებს ისეთივე გვერდითი მოვლენები, როგორც ნებისმიერ სხვა ვაქცინას.

მისი ინფორმაცით, აცრამ შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის მატება, კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, მტკივნეულობა აცრის გაკეთების ადგილზე და ა.შ. თუმცა, მისივე თქმით, თუ ეს სიმპტომები 72 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფო შეტყობინებას ექვემდებარება.

მან მოუწოდა ყველა ადამიანს, ვინც ვაქცინა გაიკეთა, ყველა საეჭვო შემთხვევაში დარეკონ 112-ზე ან ცხელ ხაზზე - 1522, საიდანაც მიიღებენ შესაბამის რჩევებს.

ლიკა ჯაბიძის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდგომ, გვერდითი მოვლენები, დაახლოებით, 10%-ში გამოვლინდა. 

"აუცილებლად უნდა გაიყოს გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება აცრას ახასათებდეს და იმუნიზაციის შემდგომ გართულებული გვერდითი რეაქციები, რომელიც უკვე ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას.

გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს აცრის შემდგომი მეთვალყურეობის სისტემა, ქვეყანას შექმნილია იმუნიზაციის უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს. მისი განახლება მოხდა სწორედ კოვიდის ვაქცინის დანერგვის წინა პერიოდში.

მინდა ვთხოვო საზოგადოებას, განსაკუთრებით, ეს ჩემს კოლეგებს ეხება, ყველა რეაქცია, რომელსაც თქვენ ჩათვლით, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს შეტყობინებული, უნდა შეატყობინოთ 112-ს.

მაგალითად, თუ ტემპერატურა 38 გრადუსის ზემოთ, გაგრძელდა 72 საათის განმავლობაში, ეს არ ითვლება ნორმალურად და სასწრაფო შეტყობინებას ექვემდებარება. ასეთი რეაქციები აქვს არა მხოლოდ კოვიდვაქცინას, არამედ ყველა ვაქცინას, რომელიც , მაგალითად, ბავშვთა ასაკშიც კეთდება,"-განაცხადა მან.

 

დღის ამბები