28 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი უკრაინაში კორუფციულ სკანდალში გაეხვა - vesti.ua

მიხეილ სააკაშვილის უახლოეს თანამოაზრეებს 450 მილიონი გრივნის ოდენობის სახელმწიფო სახსრების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება უკრაინის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს.

უკრაინული მედია, კონკრეტულად კი "ვესტი უკრაინა" წერს, რომ კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებენ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილე გიზო უგლავა, უკრაინის რკინიგზის“ კომერციული დირექტორი ირაკლი ეზუგბაია.

"ვესტი უკრაინას" ინფორმაციით, ქვეყნის რკინიგზაში არსებულ მასშტაბური კორუფციის დამალვას "უკრაინის რკინიგზის“ ტოპ-მენეჯერები ცდილობენ.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგების მიხედვით, სააკაშვილის უახლოესს გარემოცვას უკავშირდება სატვირთო გადაზიდვების მოცულობის საგრძნობი შემცირება. უგლავა-ეზუგბაიას კორუფციულმა სქემამ უკრაინაში სარკინიგზო გადაზიდვები ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა, სტატისტიკურ მონაცემებს "უკრსტატის" ავრცელებს.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა, უკრაინის რკინიგზის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა დატოვა. მიზეზად კი, მის წინააღმდეგ განხორციელებული ბულინგი და "უზის" რეფორმის არასათანადო განხორციელება დაასახელა.

"ლიგა ბიზნესი" წერს, რომ ეზუგბაიამ კორუფციის არსებობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაზიდვების კომპანიის ეროვნულ დონეზე განვითარება გარკვეულ ძალებს არ სურთ.

უკრაინაში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, იანვარში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კომისიას დაევალა შეესწავლა, რა განაპირობებს ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლის კვლავ ზრდას და ეკონომიკურ რეგრესს. 

"რეფორმები მიმდინარეობს ნელი ტემპით. არსებობს ძალები და მათ არ სურთ უკრაინის სარკინიგზო გადაზიდვების კომპანიის ეროვნულ დონეზე განვითარება. მე გავხდი ერთგვარი ბულინგის მსხვერპლი და მიმაჩნია, რომ თანამდებობის დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა. მზად ვარ ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო საგამოძიებო კომისიასთან, ფაქტია, რომ კორუფციის გამო უკრაინის რკინიგზის შემოსავლები ქრება," - განაცხადა უკრაინის რკინიგზის ყოფილი კომერციული დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ.

"უკრაზალიზნიცაში არსებული ვითარების შესწავლა შესაბამისად ვერ ხერხდება, რადგან კომპანიის მენეჯმენტი არ არის დაინტერესებული გაარკვიოს, თუ რა უშლის ხელს უკრაინის რკინიგზის ნორმალურ ფუნქციონირებას. 2020 წლიდან განხორციელებულ რეფორმებზე საუბარს კი არავის ვურჩევ, რადგან რეალურად, არაფერი გაკეთებულა. შესაბამისად, საამაყო არაფერია," - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა სერგეი პოგორეცკიმ.

დღის ამბები