28 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
უკვე ვხედავთ, რომ მედიატორი არცერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება - ირაკლი კობახიძე

იტყვის თუ არა "ქართული ოცნება" უარს საკუთარ პრინციპებზე, თუ მედიატორისგან მსგავსი წინადადება იქნება - ამ კითხვის პასუხად პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მედიატორისგან მსგავსი წინადადება არ ყოფილა.

მისი შეფასებით, მედიატორის წინადადებები არ ცდება სამართლიანობის პრინციპებს და ეს განწყობა შეთანხმების იმ მონახაზშიც აისახა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს. 

"შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ უკვე ვხედავთ იმას, რომ მედიატორი არცერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ამაში დარწმუნებულები ვართ, მათ შორის, გამომდინარე იმ დისკუსიებიდან, რომელიც დღემდე გაიმართა; მათ შორის, გამოკვეთილია შეთანხმების იმ მონახაზში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და, ზოგადად, განწყობებშიც,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით უკვე მეოთხე დღეა იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს. 

დღის ამბები