28 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია - დანიელსონისა და "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა დასრულდა

კრისტიან დანიელსონისა და "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება  იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია.

"გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, საქმიანი, კარგი შეხვედრა. პროცესი წინ მიდის, მოლაპარაკებები გრძელდება, განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს და ბატონ დანიელსონს პროფესიონალური მიდგომისთვის, როგორიც მას აქვს მედიაციის და დიალოგის ფარგლებში. ვფიქრობ, შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით უკვე მეოთხე დღეა იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს. 

დღის ამბები