28 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ბრიუსელში მეორედ ხვდება

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშივილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დღეს ოფიციალურად მეორედ ხვდება. 

პირველი შეხვედრა დღის 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა. მეორე, რიგგარეშე შეხვედრა კი, თბილისში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და ამ წუთებში მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეხვედრებს ქართულ დელეგაციაში მყოფი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თბილისი და ბრიუსელი გადაჯაჭვულია და პოლიტიკურ პროცესებს დინამიკას ხან ბრიუსელი აძლევს, ხან თბილისი. 

"პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დიდი ჩართულობით ჩვენი ევროპელი პარტნიორების დიალოგი და შეხვედრები. ჩვენ მონდომებული ვართ ეს შეხვედრები იყოს შედეგიანი. ვხედავთ უპეცენდენტო ჩართულობას ევროპელი პარტნიორების, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, იყოს პოლიტიკური დიალოგი, ოპოზიციამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, რაც მათ დააკისრა მათმა ამომრჩეველმა, შემოვიდნენ პარლამენტში და განახორციოლონ კონსტიტუციური, კანონიერი გზით. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტტრი ნათია თურნავა.

დღის ამბები