28 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ვაქცინაციის პირველი დღე - როგორ მიმდინარეობს მედიკოსთა აცრა და როდის ელოდება საქართველო ახალ ვაქცინებს

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი 29 სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად დაიწყო. პირველ რიგში, ის სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას, ვისაც კორონავირუსით დაავადებულებთან პირდაპირი შეხება აქვს.

პირველი, ვინც კოლეგებს და რიგით ადამიანებს მაგალითი მისცა, პაატა იმნაძეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ AstraZeneca-ს ვაქცინა საჯაროდ, მედიის თანდასწრებით გაიკეთა.

პაატა იმნაძის მსგავსად, საჯაროდ, მედიის თანდასწრებით გაიკეთეს ვაქცინა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, იმავე საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ, იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ, პედიატრმა თემურ მიქელაძემ და დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსების მთავარი გზავნილი დღეს ვაქცინაციის უსაფრთხოებაა, ექიმების აქტივობა დაბალია. რიგების მართვის მოდულში სამედიცინო სფეროს მხოლოდ 2500 წარმომადგენელია დარეგისტრირებული.

წლის ბოლომდე, გეგმის მიხედვით, დახლოებით 1 700 000 ადამიანი უნდა აიცრას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები