28 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო

ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი გადაჭრის გზები იქნება.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ევროპულმა საბჭომ, კოვიდრეგულაციების გამო, შენობაში მედიის გადაადგილება შეზღუდა. აქედან გამომდინარე, მედია ინფორმაციისთვის მთავრობის წარმომადგენლებისა და უშუალოდ, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებს დაელოდება. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი თბილისში პირადად იმყოფებოდა და გაერთიანებული შეხვედრიდან, სადაც როგორც ოპოზიციის, ისე "ქართულ ოცნების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, კრიზისის განმუხტვის 6 პუნქტიანი გეგმა გამოიტანა. მიშელმა თბილისში ყოფნის დროს დააანონსა, რომ ორ კვირაში მას ექნებოდა შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრაზე უნდა ჩასულიყო კონკრეტული გეგმით, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასტაბილურების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

არსებობდა მოლოდინი, რომ 16 მარტისთვის ვითარება უკვე განმუხტული უნდა ყოფილიყო. ამისთვის, შარლ მიშელმა ქვეყანაში თავისი სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონს თავის თავზე მედიატორის ფუნქცია უნდა აეღო და მხარეთა პოზიციები შეეჯერებინა. სამდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე შეთანხმება ვერ შედგა. კრისტიან დანიელსონი ქვეყანაში დარჩა და მხარეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ამ დრომდე აგრძელებს. 

დღის ამბები