28 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
4 წელი თანამედროვე მონობის პირობებში - როგორ ამუშავებდა მამა-შვილი უკანონოდ 3 მოქალაქეს

არ არის გამორიცხული გაიზარდოს იმ დაზარალებულთა წრე, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს თანამედროვე მონობის პირობებში ჰყავდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი. გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი, 60 წლის და 27 წლის მამაკაცები სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ და 6 წლის წინ საქართველოში ჩამოიყვანეს.

ისინი მათ ერთ-ერთ ფერმაში შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. მოქალაქეებს ჩამორთმეული ჰქონდათ დოკუმენტაცია და შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილება.

დღის ამბები