28 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შევძლებ ხვალ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით -  კრისტიან დანიელსონი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" კითხვას უპასუხა - დაახლოვდა თუ არა პოზიციები პოლიტიკურ აქტორებს შორის 3 დღიანი მედიაციის შედეგად? 

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ეს არის რთული პროცესი და შეთანხმებამდე მისვლას დიდი დრო სჭირდება. 

ევროპელი მედიატორი იმედოვნებს, რომ მხარეები პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას შეძლებენ და ხვალ კონკრეტულ შეთანხმებამდე მივლენ.

"ეს პროცესი არის რთული და უფრო მეტი დრო სჭირდება. ჩვენ ველოდებით იმას, რომ მხარეები შეძლებენ უფრო დაახლოებას და ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ. ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შევძლებ ხვალ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით," - განაცხადა კრიასტიან დანიელსონმა.

დღის ამბები