ტოკიოში საკურა აყვავდა - სეზონი, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება, წელს 11 დღით ადრე დაიწყო. პერიოდი იაპონიისთვის მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური კუთხით.
პანდემიის გამო, ხელისუფლება მოქალაქეებს ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
იაპონიაში ალუბლის ყვავილები განახლების, სიცოცხლისა და სილამაზის სიმბოლოდ ითვლება.