28 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი - თუ საზოგადოება წესებს არ დაიცავს, აკრძალვები ისევ დღის წესრიგში დადგება

სამთო კურორტებზე, იქ, სადაც უკვე ერთი კვირაა რეგულაციები შემსუბუქდა, საბაგიროებთან დღეს რიგები იყო. მოქალაქეები კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ და წერდნენ, რომ წესები დაირღვა. ფაქტს შრომის ინსპექცია გამოეხმაურა. უწყებამ 146 ობიექტს გაფრთხილება მისცა.

შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას თან ახლავს ოფიციალური განცხადებები, რომ თუ საზოგადოება დადგენილ წესებს არ დაიცავს და ვირუსის გავრცელების სტატისტიკა კვლავ მოიმატებს, აკრძალვები კვლავ დღის წესრიგში დადგება. დღეს ეს მთის კურორტების ვიზიტორებს შეახსენეს.

პარალელურად ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება. სასწავლო პროცესი სტუდენტებისთვის აუდიტორიებში განახლდება. იხსნება სპორტდარბაზები და ფიტნესკლუბები.

თეატრები მაყურებლისთვის 1 აპრილამდე ვერ გაიხსნება, თუმცა ხვალიდან რეპეტიციების განახლება შესაძლებელი ხდება.

დღის ამბები