28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ბრალდებები ამბიონიდან - პირველი ქადაგებისას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მედია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა

8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, რა დროსაც 8 ადამიანი, მათ შორის მედიის 6 წარმომადგენელი დაშავდა, დღეს წირვა მშვიდად ჩატარდა.

პირველი ქადაგებისას, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მომხდარში მედიის წარმომადგენლები და რამდენიმე სასულიერო პირი დაადანაშაულა. 

მიტროპოლიტს ბრალდებები წაუყენეს იმ სასულიერო პირებმაც, რომლებსაც ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში მსახურება აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორია მედიის ექვსი წარმომადგენელი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები