28 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. მადრიდში, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ბორჯღალოსნებმა 6 ქულიანი სხვაობით, 25:19 გაიმარჯვეს.

შეხვედრა ქართველი ბორჯღალოსნების უპირატესობით დაიწყო, თუმცა, შესვენებამდე მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და პირველი ტაიმში ანგარიშიც გაათანაბრეს 10-10. მეორე ნახევარი აქტიურად უკვე ესპანელებმა დაიწყეს და დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ, ლევან მაისაშვილის გუნდმა გამოცდილების ხარჯზე სასურველი შედეგის მიღწევა ბოლო წუთებში, მაინც მოახერხა და ჩვენმა ნაკრებმა პორტუგალიის შემდეგ ესპანეთიც დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს კალინინგრადში, რუსეთის გუნდთან გამართავს.

 

დღის ამბები