რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, დემოკრატიულ ფორუმზე 200 ოპოზიციონერი დააკავეს, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატებიც. როგორც ხელისუფლება განმარტავს, დაკავების მიზეზი კოვიდ პროტოკოლის დარღვევაა.
თუმცა განსხვავებულად ფიქრობენ დემოკრატიულ ფორუმში მონაწილე ოპოზიციური ძალები. მათი განცხადებით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია სერგეი ნავალნის საქმეს უკავშირდება.
გუშინ, რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან მუნიციპალიტეტების დეპუტატები შეიკრიბნენ, რათა სექტემბერში გასამართი ადგილობრივი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით ემსჯელათ. ფორუმის დაწყებიდან 40 წუთში კი მონაწილეები პოლიციის ფურგონებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.