ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს საწოლის ქვეშ დაემალა. მედიის ინფორმაციით, ჟანინ ანიესი ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად მისულმა სამართალდამცველებმა საწოლის ქვეშ დიდ ყუთში აღმოაჩინეს.
ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააპატიმრეს.
ჟანინ ანიესი სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. წაყენებულ ბრალდებას დაკავებული ექსპრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს და ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.