28 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წევრებს დღეს უკვე მეორედ ხვდება

ჰილტონში სულ მალე კრისტიან დანიელსონთან პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებები განახლდება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, რომელიც პროცესს მედიაციას უწევს, ერთ დღეში უკვე მეორედ, ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა შეხვდნენ "ქართული ოცნების" და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ხვდება. 

ამის შემდეგ, უნდა გამოიკვეთოს შედეგი, შედგება თუ არა შეთანხმება და დაინიშნება თუ არა განახლებული დიალოგის ფორმატში შეხვედრა ორივე მხარის მონაწილეობით. უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც პოზიტიური მოლოდინი აქვთ, თუმცა კონკრეტული დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება.

ითქვა, რომ საუბარი იყო პროდუქტიული და ის შეეხო შარლ მიშელის მედიაციით შედგენილ 6 პუნქტს. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები