28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 600 კგ კოკაინი ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ, სპეცოპერაციის შედეგად, 600 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო. დაკავებულია ნარკოდაჯგუფების 12 წევრი.

რეიდების შედეგად, ამოღებულია იარაღის არსენალი და 700 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული. ასევე, აღმოჩენილია 20 ძვირადღირებული ავტომობილი, მათ შორის 250 ათასი ევროს ღირებულების წითელი "ფერარი". როგორც ესპანეთის სამართალდამცავ უწყებაში განაცხადეს, დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა ნარკოკარტელებთან კოლუმბიაში, მაროკოში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.

დღის ამბები