28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ევროპული მედიაცია საქართველოში გრძელდება - კრისტიან დანიელსონი ჩიხიდან გამოსვლის გასაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამ დრომდე ეძებს

პოლიტიკური მოლაპარაკების ფინალური რაუნდისთვის განკუთვნილი დრო თანდათან იწურება. სამ დღეში ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ელოდებიან, მაგრამ რას ჩაიტანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარტნიორებთან, ისევ ბუნდოვანია.

ჩიხიდან გამოსვლისთვის საჭირო გასაღებს მხარეები ამ დრომდე ეძებენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მისია საქართველოში 24 საათში სრულდება, მანამდე კი კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციის მეორე ნაწილს შეხვდა.

შვედ დიპლომატთან აუდიენციაზე იმ ექვს პუნქტს განიხილავდნენ, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა.

ნაწილი, ვისთანაც შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა მეორე შეხვედრა გამართა, თვლის, რომ დიალოგის წარმატება შესაძლოა ოპოზიციის მონდომებამ განაპირობოს, ნაწილი კი შეთანხმების რესურსს სწორედ საერთაშორისო ჩართულობაში ხედავს. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თავად ამის სურვილი აქვთ, თუმცა იმავეს ვერ გრძნობენ ოპონენტებისგან. მიუხედავად ამისა, "ოცნება" შეთანხმების პერსპექტივას მაინც ხედავს. მიზეზი - მაღალი დონის საერთაშორისო დაინტერესებაა.

დღის ამბები