ჟურნალმა "შარლი ებდომ" დედოფალ ელისაბედისა და მეგან მარკლის კარიკატურა გამოაქვეყნა.
კარიკატურაზე დედოფალი ელისაბედ მეორე ფეხით ახრჩობს სასექსის ჰერცოგინიას.
"რატომ გაიქცა მეგანი ბუკინგემის სასახლიდან?" - ვკითხულობთ ჟურნალის სათაურში.
"იმიტომ რომ სუნთქვა არ შემეძლო" - პასუხობს მარკლის გამოსახულება.
რამდენიმე დღის წინ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ვრცელი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მათ სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულეს.