დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი არმენ სარქსიანს შეხვდება. პრეზიდენტმა ინდივიდუალური შეხვედრების გამართვა პრემიერთან და ოპოზიციასთან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა მხარის მოწვევის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
დღესვე ნიკოლ ფაშინიანს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ელოდებიან, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო.