ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 4 პირი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
თვითმფრინავი დედაქალაქ ნურ-სულთანიდან ალმატიში მიფრინავდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 6 პირი იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.