28 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
თამარაშვილის ქუჩაზე მე-16 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

თამარაშვილის ქუჩაზე, მე-16 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. 

ცხედარი რამდენიმე წუთის წინ ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი. 

გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მას თამარაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ნაქირავები ჰქონდა. 

შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, მუხლით დაიწყო.

დღის ამბები