28 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
აკრძალული მეთოდებით გვერდიდან დარტყმებისგან თავი შევიკავოთ - მამუკა მდინარაძე

როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა კრისტიან დანიელსონსა და ხელისუფლებას შორის, ზუსტი დრო უცნობია. თუმცა, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ 16 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში კონკრეტული შედეგით ჩავა. "ქართული ოცნება" დიალოგისთვის მზაობას კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოხატავს და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი გვერდიდან დარტყმებს უწოდებს მოლაპარაკებების პარალელურად ისეთი მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა უკანონო ჩანაწერის და ფეიკ ნიუსის გავრცელება:

"თითქოს ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა კელი დეგნანის შეთავაზებას და რაღაც ფოტოები ვრცელდებოდა, რიგგარეშე არჩევნების და ასე შემდეგ. მოვუწოდებ ყველას, რომ გვერდიდან დარტყმებს, რაზეც შეთანხმება არსებობს, ის რაც ძალიან ცუდია, უკანონო ჩანაწერის და ფეიკ ნიუსის გავრცელება, მითუმეტეს ამ სიტუაციაში. გამოიკვეთა აშკარა კონტურები იმისა, რომ ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ და ქვეყანა გადავიდეს პროაქტიულ დღის წესრიგზე და ვილაპარაკოთ საქმეზე და ვაკეთოთ ეს საქმე ყველამ ერთად, ამ დროს ეს გვერდიდან დარტყმები აკრძალული მეთოდებით არის ძალიან ცუდი და მოვუწოდებთ რომ ამისგან თავი შევიკავოთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან იყო გარკვეული მცდელობები, რომ შეთანხმების მიუხედავად, მოლაპარაკების შინაარსი გაესაჯაროებინათ:

"განწყობილები ვართ საიმისოდ რომ შედეგიანი აღმოჩნდეს მოლაპარაკების ეს რაუნდი და არა უბრალოდ განწყობილი, არამედ ვფიქრობ, რომ საამისოდ მართლაც რეალურად მზად ვართ რომ ჩართული ვიყოთ რეალურად ამ პროცესში და კონსტრუქციულად ვიყოთ განწყობილი. სამწუხაროდ ვერ ვიტყვი იგივეს ოპოზიციასთან მიმართებაში რომელმაც ამ მიმართულებით მე ვფიქრობ არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება და შესაბამისად თუნდაც ის მინიმალური მოთხოვნა, რომ თუნდაც მოლაპარაკების პროცესში კონკრეტული შინაარსის თაობაზე გარეთ არ გვესაუბრა, ამასთან მიმართებაშიც არის გარკვეული მცდელობები, რომ ამითაც ხელი შეეშალოს მოლაპარაკებას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები