28 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
არჩილ თალაკვაძემ კასპსში ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერა

პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, შიდა ქართლში იმყოფებოდა. მათ კასპში ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერეს. ტექნოპარკი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, მიიღონ ცოდნა, გახდნენ გლობალური ინოვაციური ეკო-სისტემის მონაწილეები და შექმნან სტარტაპ-პროექტები.

კასპის ტექნოპარკის მენეჯერის, ხატია ბაინდურაშვილის განცხადებით კი, ტექნოპარკმა, რომელიც ოქტომბერში გაიხსნა, შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია და სხვადასხვა მიმართულებით, ახალგაზრდების დიდი რაოდენობა უკვე გადამზადდა.

დღის ამბები