28 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ნიკა მელიას დაკავების შესახებ "ღამის კურიერში" ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა  

ირაკლი კობახიძის მიერ "ღამის კურიერის" ეთერში გაკეთებული განცხადება კრიტიკის საფუძველი ხდება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი გახარიას წასვლის მიზეზების განხილვისას, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე ისაუბრა.

როგორც ოპოზიცია ამბობს, მმართველი გუნდის ლიდერის ამ კომენტარით ირკვევა, რომ პოლიტიკოსები მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებას მანამდე გეგმავდნენ, ვიდრე ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო გასცემდა.

"ეს არ იყო ერთადერთი აღიარება. ჩემთვის მკაფიო სიმპტომი იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ქვედანაყოფების განლაგება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა. ასევე, მკაფიო სიმპტომია ყოველთვის ის, რომ პოლიტიკოსების განცხადებები ყოველთვის წინ უსწრებს პროკურატურის განცხადებებს,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. 

შალვა ნათელაშვილი კი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იმაზეა ორიენტირებული როგორ დაიჭიროს პოლიტიკური ოპონენტები.

"როგორ დაიჭირონ პოლიტიკური ოპონენტები - ეს ხდება საბჭოთა კავშირის კომპარტიის პოლიტბიუროში სტალინის დროს, როდესაც დასახვრეტთა სიები დგებოდა და ეს ხდება "ქართული ოცნების" შტაბბინაში, როდესაც დგება გეგმები ვინ დაიჭირონ, ვინ დაარბიონ და ვის თვალები დასთხარონ," - აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

 



 





დღის ამბები