28 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
იძულება არ არის ძალადობა, მარტივი მანიპულაციაა, იძულება გადათარგმნეს ძალადობად - ირაკლი კობახიძე "ტვ პირველის" შესახებ 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ტვ პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და  და სასამართლოს განჩინებში არსებულ პუნქტს- "საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა." განმარტავს.

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ მართლა ღიმილისმომგვრელი კამპანია "ტვ პირველის“ მხრიდან. მკაფიოდ გაკეთდა განცხადება თავიდანვე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ იძულების პროპორციულ ზომაში, აქ სიტყვა პროპორციული არის მნიშვნელოვანი, საუბარია იმაზე, რომ სამართლებრივი პრინციპების დაცვით მოქმედებს ყველა შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანო, როდესაც რეაგირებს გარკვეულ ფაქტზე... კამპანია აწიეს ტელევიზიაში შეჭრაზე, ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე და ა.შ.

იძულება არ არის ძალადობა. მარტივი მანიპულაციაა, იძულება გადათარგმნეს ძალადობად. იძულებაში იგულისხმება, რომ როდესაც გჭირდება რაიმეს ამოღება, კონკრეტული ზომა და ეს ზომა ვერ დაკონკრეტდება წინასწარ, სწორედ იმიტომ გამოიყენება შაბლონური ფრაზა, რომ შეიძლება უამრავი ვარიაცია ჰქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოს იმისათვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს არის უზოგადესი ფრაზა, რომელიც გვხვდება ყველა ასეთ დოკუმენტში," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა „ტვ პირველის“ შენობაში პროკურატურის თანამშრომლების და პოლიციის თანამშრომლების ძალისმიერი შესვლა, რომ ამოიღონ ელექტრონული მატარებელი მოწყობილობა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს, არ მოხდება.

"პირდაპირ, კონკრეტულმა ორგანომ, რომელსაც თეორიულად რაღაც იძულების პროპორციული ზომის გამოყენება შეიძლება ჰქონდეს, მან გააკეთა ორჯერ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იძულების პროპორციული ზომა, არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის, მით უმეტეს ძალადობას მედიის წარმომადგენლების მიმართ და მით უმეტეს, არ გულისხმობს ეს იძულებით შესვლას შესაბამისი ტელევიზიის ტერიტორიაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები