28 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
არ ვიწყებთ საგამოძიებო კომისიის ამოქმედებას, ველოდებით ოპოზიციის შემოსვლას პარლამენტში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის ამოქმედება, ჯერჯერობით, არ იწყება, რადგან ოპოზიციას ელოდებიან.

ირაკლი კობახიძის თქმით, აუცილებელია დეტალები ორივე მხარემ ერთად გაიაროს.

"ველოდებით ოპოზიციის შემოსვლას პარლამენტში, ამიტომ არ ვიწყებთ საგამოძიებო კომისიის ამოქმედებას. გვინდა, რომ ოპოზიციასთან ერთად ჩავხედოთ ამ ყველაფერს. როდესაც საუბარია, რაღაც ზოგადი ფრაზებით, მათ შორის, კონკრეტულ ანგარიშებში, ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და ა.შ შევიწავლოთ ეს ყველაფერი.

არის ერთ-ერთი ანგარიში, სადაც თავშივე წერია, რომ არის მოსყიდვის ფაქტები. თუ ჩაუღრმავდებით, არის 7 ფაქტი, სადაც 2 ეკუთვნის "ქართულ ოცნებას" და 5 ოპოზიციას. 

საუბარია ერთ-ერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანოზე. თანხის გადაცემა არ ნიშნავს დადასტურებულ ფაქტს. ეს არის გამოსაკვლევი, ხო უნდა დადასტურდეს, რომ ამ ხუთი ლარის გადაცემა იყო ყოფითი გარემო პირობების გამო, ან მოსყიდვის გამო.

მნიშვნელოვანია, ამ მოსყიდვის ფაქტებს ჩავუღრმავდეთ, ვის ეკუთვნოდა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები და რა მოცულობაზეა საუბარი,"- ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები