28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალში ტეილორ ფრიცი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშებს – ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ტეილორ ფრიცი 2 სეტში – 7:6; 6:2 დაამარცხა.

პირველ სეტი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა – ნიკოლოზმა და ტეილორმა თითო-თითო ბრეიკი გაცვალეს, რის შემდეგაც საქმე ტაიბრეიკზე მივიდა. ბასილაშვილმა აქ დამაჯერებელი თამაში თამაში აჩვენა და 23 წლის ამერიკელი 7:3 დაამარცხა.

პირველი სეტის მოგებით შექმნილი უპირატესობა 29 წლის ქართველმა შესანიშნავად გამოიყენა. მან ფრიცი პირველივე შესაძლებლობაზე დააბრეიკა და სეტი მარტივად, 6:2 მოიგო.

დოჰას ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რობერტო ბაუტისტა-აგუტს (13) შეხვდება.

დღის ამბები