ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით დიალოგის კარი ღიაა.
"ჩვენ დღესაც უკვე 35%-ით ვართ ელექტროენერგიის და გაზის იმპორტზე დამოკიდებულები. მომავალ ათწლეულში ეს დამოკიდებულება კრიტიკულად გაიზრდება. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს დამატებითი კილოვატსაათები იქნება ჩვენი ადგილობრივი ჰესების მიერ წარმოებული თუ იმპორტირებული.
ეს შემოსავლები, რასაც ჩვენ ელექტროენერგიაში ვიხდით, გაგვამდიდრებს ჩვენ თუ გაამდიდრებს რომელიმე ქვეყანას.
ვინაიდან კომუნიკაცია და დიალოგი უფრო მეტია საჭირო, ეს დიალოგი ჩვენ კიდევ უნდა გავაგრძელოთ. დღეს იმ ფორმატით ვერ შედგა მოლაპარაკება, რა მოლოდინიც იყო, როგორც ჩანს და ჩვენი კარი დიალოგისთვის სულ ღიაა,"-აღნიშნა ნათია თუნავამ.