კონგოში ვულკანი ნიირაგონგო ამოიფრქვა. ერთ-ერთი აქტიური ვულკანის კრატერი დროთა განმავლობაში მაგმით ივსება და ფართოვდება. ამ დროისთვის, ვულკანის კრატერის სიგრძე 1 კილომეტრს აღემატება.
ვულკანის ამოფრქვევას შესაძლოა ახლდეს ძლიერი მიწისძვრა, რომელიც მიმდებარე ქალაქებისთვის დამანგრეველი იქნება. მსგავსი ფაქტი 2002 წელს დაფიქსირდა, რის შედეგად 250 პირი გარდაიცვალა, 120 000 კი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.