28 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
რა საფრთხეებს ხედავს თბილისი ოკუპანტი მეზობლისგან - ანგარიშის გასაიდუმლოებული დეტალები პარლამენტში დახურულ სხდომაზე განიხილეს

ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხობა - ამ საკითხებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თითქმის 4 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დეტალები გასაიდუმლოებულია. მომხსენებლებმა - თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერალმა და დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა შეხვედრა მედიასთან ზოგად ჭრილში მიმოიხილეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ანგარიშს ოპოზიციის წარმომადგენლები პროფესიონალურ დონეზე მომზადებულს - ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხის დონეს კი საკმაოდ მაღალს უწოდებენ.

კრემლისგან მომდინარე საფრთხის გაანალიზება და მისთვის სათანადოდ მომზადება - უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, შეხვედრის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

პრობლემებზე არამხოლოდ ლოკალურად - საქართველოს პარლამენტის კედლებში, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. საქართველოს საკითხი წინა პლანზე ორგანიზაციაში შტატების ელჩმა წამოწია, რასაც გაეროს წევრი ქვეყნების დიპლომატების მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.

დღის ამბები