28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
კონკურენტული, მრავალფეროვანი, გამჭვირვალე - IRI არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებს

კიდევ ერთი ვრცელი ანგარიში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე - IRI დოკუმენტს თითქმის 5 თვის შემდეგ აქვეყნებს. ეს არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასება და საბოლოო დასკვნა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

არჩევნების წინა პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება - ორგანიზაციას ყველა მხარესთან აქვს რეკომენდაციები, არის კრიტიკაც, თუმცა, არც ერთ პუნქტში არ დგას ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტამიაცია.

ფრაზები სტანდარტულია: მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე ვიდრე წინა წლებში. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში.

"არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე ვიდრე წინა წლებში. წინასაარჩევნო გარემო იყო უმეტესად მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით. გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმები იდეალური არ იყო, ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვის, რომელმაც წინა წლებთან შედარებით უფრო მეტად დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდი განაპირობა,"-ნათქვამია ანგარიშში.

საარჩევნო რეფორმებმა, რომლებმაც მცირე პარტიებს საშუალება მისცა, შესულიყვნენ პარლამენტში და გადაელახათ ბიპოლარული სისტემა, შედეგად გამოიღო გაუმჯობესებული პოლიტიკური და გენდერული წარმომადგენლობა. საარჩევნო მართვის ორგანოებმა უსაფრთხოების ზომები მიიღეს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არჩევნებამდე და არჩევნების დღეს. მიუხედავად ამისა, დაშინების ფაქტებმა, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციამ,
ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევებმა და დისბალანსირებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა ხელი შეუშალეს საერთო მიღწევებს.

გარდა ამისა, საარჩევნო კომისიის ზედა დონეზე სუსტი რეაგირების გამო, საზოგადოებირივი ნდობა საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ დაბალი დარჩა, განსაკუთრებით, შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის ჭრილში.

ამავე დროს, პარტიულმა პოლემიკამ შეამცირა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა
დონეზე - განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც დაჟინებით ცდილობდნენ "ცესკოს" დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, საარჩევნო მენეჯმენტის შერჩევის და დაკომპლექტების პროცედურებმა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო უთანასწორო წარმომადგენლობა რეგიონალურ საარჩევნო კომისიებში, განსაკუთრებით, აღმასრულებელ თანამდებობებზე, რაც საზიანოა საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობის მოპოვებისთვის, კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციული ორგანოების ქვედა რგოლებში.

და ბოლოს- საჩივრების განხილვისა და რეაგირების პროცესის არასათანადოდ შესრულებამ შეაფერხა პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლება გაეგრძელებინათ იურიდიული დავები, რადგან ისინი უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან პროცედურული ბარიერების გადალახვაზე, ვიდრე თითოეული საჩივრის შინაარსზე,"-ნათქვამია ანგარიშში.

დღის ამბები