28 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
არც "TV პირველს" და არც სხვა მედიას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის თქმით, არც ერთ მედიასაშუალებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ტელევიზიაში შეჭრას არავინ არ აპირებს:

"მე შემიძლია გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი თანაგუნდელების სახელით, რომ საქართველოში არც "TV პირველს" და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, მოგონილი ამბავია, რომ მოითხოვა შეჭრა, შესვლა. ნუ მოვიგონებთ პრობლემებს, მერე ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრაზდებით და ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არათუ საპანიკო, გასანერვიულებელიც არაა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროკურატურამ 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 

იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება "TV პირველიდან"  იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 

განჩინების იმ ნაწილმა, სადაც საუბარია იძულების პროპორციული ზომის გამოყენებაზე, პროტესტი გამოიწვია და მედიაზე მოსალოდნელ შეტევად შეფასდა.

დღის ამბები