28 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ქართულ რაგბიში დაპირისპირება გრძელდება - ირაკლი აბუსერიძის გუნდი პროტესტის რამდენიმე ფორმას განიხილავს

ქართულ რაგბიში დაპირისპირება გრძელდება. ხმაურის ფონზე გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს არ აღიარებენ ირაკლი აბუსერიძე და მისი გუნდი. 

აბუსერიძის გუნდი პროტესტის რამდენიმე ფორმას განიხილავს, სამართლებრივ ბრძოლას და დიდ ათში მოთამაშე კლუბების ბოიკოტს. ბოიკოტის შემთხევაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეჩერდება. მორაგბეებს საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი აქვთ.

აბუსერიძის და მისი გუნდისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ ვეტერან მორაგბეთა იმ ნაწილს, რომლებიც მხარს უჭერენ ახალ პრეზიდენტს. გუგა გეგენავა ამბობს, რომ უნდა დასრულდეს კონფრონტაცია მხარეებს შორის. 

ვეტერანი მორაგბეები დარწმუნებული არიან, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. მათი აზრით, სოსო ტყემალაძე წარმატებული პრეზიდენტი იქნება.

რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნებზე ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო, სრული ლეგიტიმაციისთვის რეესტრის დასტურს ელოდება. 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები