28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ირაკლი აბუსერიძე საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს

ირაკლი აბუსერიძე საკუთრი უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს - ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. აბუსერიძემ და მისმა გუნდმა გუშინ ექსპო ჯორჯიაში გამართული არჩევნები შეაფასეს და სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. ის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში შეეცდება, ამას გარდა, არ არის გამორიცხული დიდი ათის კლუბების ბოიკოტი, რაც თავისთავად ეროვნულ ჩემპიონატს დააპაუზებს. ამ დროისთვის კლუბების წარმომადგენლებთან აქტიური კონსულტაცია მიმდინარეობს.

"ჩვენ შევიტანეთ ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით და დღეს გავიგეთ, რომ ადმინისტრაციულმა სარჩელმა გადაინაცვლა სამოქალაქო სარჩელად და აქაც უკვე კითხვის ნიშნები არსებობს. ჩვენ მივყვებით სამართლებრივად და არსებობს პროტესტის ბევრი ფორმა და გაგრძელდება ეს პროტესტი," - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხაძე ამბობს, რომ გამოყენებული იქნება პროტესტის სხვადასხვა ფორმა:

"პროტესტი არსებობს ბევრნაირი - ბოიკოტი, ჩემპიონატის დაპაუზება, დაუმორჩილებლობა და ასე შემდეგ და კიდევ ერთი პუნქტია, რომელსაც ჯერ ვერ გავაჟღერებთ... ის სამომავლოდ.  ეს ვარიანტებია, მიდის საუბარი ამაზე კლუბებთან, მოთამაშეებთან, რაგბის სამყაროს 80% გამწარებულია, ვერ ეგუებიან გუშინდელ სპექტაკლს, ბრძოლას წესების გარეშე, არჩევნების გარდა ყველაფერი იყო, გულის ამრევი დღე იყო,"- განაცხადა ბობა კვინიხაძემ

დღის ამბები