28 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
პოლიციამ აბაშის მუნიციპალიტეტში გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავა

პოლიციამ აბაშის მუნიციპალიტეტში გაუპატიურების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები