28 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ჩვენ აუცილებლად ერთ ენაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი, სხვანაირად რაგბის კავშირი და საერთოდ ქართული რაგბი წინ ვერ წავა - ნიაზ მამრიკიშვილი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის მწვავე პროცესებზე და მის შედეგებზე "დღის კურიერში" რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიაზ მამრიკიშვილმა ისაუბრა.

რაგბის კავშირის ახალი ხელმძღვანელი, იოსებ ტყემალაძე ჩემთვის უცხო არ არის. მან გადასარევად იცის სპორტული ნაწილი რა არის და სხვა სამოქმედო ნაწილი რა არის. მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ სპორტულ ნაწილს მე მოგანდობთ თქვენ, ამ საქმის სპეციალისტებს, - განაცხადა ნიაზ მამრიკიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

მისი თქმით, როდესაც რამდენიმეათასიან კოლექტივს ხელმძღვანელობ, იქ მენეჯმენტი ერთმნიშვნელოვნად წინა პლანზეა და მას პროფესიონალური განათლება სჭირდება.

"ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა, არის ფორმულა-1, არის ამერიკული საკალათბურთო ლიგა, ასევე კანადური ჰოკეის ლიგა. ვერც ერთ მათგანში წამყვან პოზიციებზე ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც უშუალოდ მენეჯერი არ გახლავთ განათლებით. ეს ძალიან სპეციფიური განათლებაა და თანამდეროვე სამყაროში ასეა. იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო ჯამში ყველა ცდილობს კარგად განათლებული და ერუდირებული მენეჯერი ჰყავდეს სათავეში, რომელიც მთლიანად წარმართავს ამ პროცესს, ხოლო უშუალოდ სპორტულ ნაწილს, ცხადზე ცხადია სპორტსმენები მართავენ. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ასეთ ადამიანს უნდა ვეძებდეთ, მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერს და ის უნდა მოგვეხმაროს, იმ წინაპირობებიდან გამომდინარე, რაც ბოლო ათწლეულში გამოვიარეთ და რის წინაშეც დავდექით. ჩვენ ღმერთის წყალობით ეს ადამიანი გვყავს და ამას ხელი ვკრათ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია, მგონია დიდი სისულელე და დიდი შეცდომა იქნებოდა.

არ არის ბატონი სოსო ჩემთვის უცხო და მიუღებელი. მან გადასარევად იცის სპორტული ნაწილი რა არის და სხვა სამოქმედო ნაწილი რა არის. პირველად ერთი თვის წინ მოვისმინე მისი საუბარი და გავაკეთე დასკვნა, რომ გადასარევად ერკვევა ყველაფერ ამაში. მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ სპორტულ ნაწილს მე მოგანდობთ თქვენ, ამ საქმის სპეციალისტებს. პრობლემები ის, რაც ზედაპირულად ჩანს მარტო ეს არ გახლავთ, აქ გაცილებით უფრო სიღრმეებში გახლავთ პრობლემები და ის არის აღმოსაფხვრელი, როდესაც რამდენიმეათასიან კოლექტივს ხელმძღვანელობ ადამიანი, იქ მენეჯმენტი ერთმნიშვნელოვნად წინა პლანზეა და მას პროფესიონალური განათლება სჭირდება. ეს ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან, ისეთები, როგორიც მერაბი მე და ათიათასობით სხვა ადამიანი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს ზურგს უკან 70 წლის წინ ვინც დაიწყო პირველი თაობის მორაგბეებიდან თითო-ოროლაღა დარჩა, მაგრამ არის მეორე, მეოთხე, მეშვიდე თაობა, ვინც დღემდე მოიყვანა ეს ყველაფერი და მათი ინტერესებიც არის აუცილებლად გასათვალისწინებელი და ყველაფერი აქედან გამომდინარე, მინდა ერთი რამე ვუთხრა, უფრო ღრმად გაანალიზონ ის პრობლემა, სადამდეც მივედით დღეს. ჩვენ აუცილებლად ერთ ენაზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი, სხვანაირად რაგბის კავშირი და საერთოდ ქართული რაგბი წინ ვერანაირად ვერ წავა," - განაცხადა მამრიკიშვილმა.

დღის ამბები