28 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ევროპარლამენტარების მოწოდებების მიუხედავად ქართველი პოლიტიკოსების პოზიციებს არ იცვლიან

განცხადებებს ბრიუსელიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა საქართველოში. ქართული პოლიტიკური სპექტრი საკუთარ პოზიციებს იმ გზავნილებით ამყარებს, რომლებიც მათთან ყველაზე ახლოს არის.

მაგალითად, ოპოზიცია იყენებს ევროპის ტრიბუნაზე ნახსენებ ახალ არჩევნებს და პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, ხოლო ხელისუფლება იმ განცხადებებს, რომლებშიც ევროპელი დეპუტატები პროცესების პარლამენტში გაგრძელებას ითხოვენ.

თუმცა, ყველა თანხმდება, რომ ევროკავშირის რეაგირება ქართულ პოლიტიკურ კრიზისზე იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ბრიუსელისთვის სულერთი არ არის.

ახლა პოლიტიკურ პროცესებს ორი ავიარეისი განსაზღვრავს - ერთი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში მოფრინავს და მეორე, რომელიც თბილისიდან მიფრინავს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში.

16 მარტამდე პროცესს მეტი კონკრეტიკა უნდა შეემატოს,რადგან თბილისი ბრიუსელს შედეგებს დაჰპირდა.

დღის ამბები