28 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
საქართველოს გამო შეშფოთებული ბრიუსელი - ევროკავშირის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ქართველი პოლიტიკოსების მიმართ მოწოდებები ისმოდა

ბრიუსელი საქართველოზე დარდობს. გუშინდელი დებატები ევროპარლამენტში კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთი ქართული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

ელჩები, შემდეგ ემისრები, ახლა კი, უკვე ევროკავშირის დეპუტატები მოუწოდებენ ქართველ პოლიტიკოსებს, დაძლიონ დაპირისპირება და ანგარიში გაუწიონ ქვეყნის მომავალს.

"დროის დაკარგვა არ შეიძლება", ნაბიჯები დეესკალაციისკენ, საარჩევნო რეფორმა და დამოუკიდებელი სასამართლო, ახალი არჩევნები, ან შესაძლო პლებისციტი, პროცესების პარლამენტში გადატანა და ნაბიჯები, რომელიც ყველა მხარეს მოეთხოვება - სწორედ ეს ფრაზები ისმოდა გუშინ ევროკავშირის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან.

დღის ამბები