28 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერების და მაჟორიტარების კანდიდატებზე იწყებს მსჯელობას

"ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერების და მაჟორიტარების კანდიდატებზე იწყებს მსჯელობას. მმართველ პარტიაში არ ამბობენ, იქნება თუ არა კიდევ ერთხელ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი.

თვითმმართველობის არჩევნების საკითხის განხილვას დღეს თავად კალაძე არ დასწრებია. 

პოსტსაპარლამენტო არჩევნების კრიზისის ფონზე ქართული ოცნების გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი. ოპონენტების აზრით, მმართველი გუნდი ამ ფორმით საკუთარი მხარდამჭერების გამხნევებას და მათთვის წარმოსახვითი რეალობის შექმნას ცდილობს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას აზრი მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემდეგ ექნება.

თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. "ქართული ოცნება" დღეიდან არჩევნებისთვის მზადებას და საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. თუმცა, გამორიცხული არაა, კომპრომისული შეთანხმების გარეშე, მმართველ გუნდს არჩევნების ჩატარება ოპონენტების დიდი ნაწილის გარეშე მოუწიოს.

დღის ამბები