28 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
აუთვისებული ბიუჯეტი და ხარვეზებით შესრულებული პროექტები - სად მიდის თვითმართველობისთვის გამოყოფილი თანხები

ხარვეზებით შესრულებული პროექტები, დაუსაბუთებელი ხარჯები და აუთვისებელი ბიუჯეტი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საქმიანობის ანგარიში მოამზადა, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და კრიტიკულია.

ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში საშუალოდ ბიუჯეტის მეოთხედს ვერ ითვისებდა, შესაბამისად მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ვერ ახორციელებდა -ეს იმ ფონზე, როდესაც 80-ზე მეტ სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ჩინოვნიკებზე 332.700 ლარი სახელფასო დანამატია გაცემული.

123 200 ათასი ლარის დანამატი გაცემული აქვთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებსაც.

დღის ამბები