28 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"გამოძიების დაწყებისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს" - პროკურატურაში კობა ნაყოფიასთან გასაუბრება დასრულდა

პროკურატურაში "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივანთან გასაუბრება დასრულდა.

კობა ნაყოფიამ დაადასტურა, რომ კითხვები ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას ეხებოდა. კერძოდ კი, იმ ბრალდებებს, რომლებიც ოპოზიციურ პარტიას აქვს სამართალდამცველების მიმართ.

"აინტერესებდათ, ვადასტურებთ თუ არა იმ ფაქტებს, რომელიც იყო აღწერილი და თუ გვაქვს რაიმე დამატებითი ინფორმაცია. მათ ყველანაირი ინფორმაცია გააჩნიათ. გამოძიების დაწყებისთვის არსებობს ყველანაირი საფუძველი. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია. 

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით კი, დღევანდელი გასაუბრება, შესაძლოა, საქმის ჩაფარცხვის მიზნებს ემსახურებოდეს - ბექა ბასილაიას თქმით, უნდა დაიკითხონ პოლიციელები, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ჩხრეკა ჩაატარეს. 

კობა ნაყოფია პროკურატურაში "ნაციონალური მოძრაობიდან" წაღებული სერვერების გამო დაიბარეს. 

საქმე ეხება პარტიის ოფისიდან ამოღებულ სერვერებს, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ესეც საგამოძიებო მოქმედების ნაწილი იყო. 

დღის ამბები